სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ფხაკაძის საქმე განიხილა. ის სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. სამართალდამრღვევმა დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მოსამართლემ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა და ალექსანდრე ფხაკაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო დავით გამცემლიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა. საქმის მასალების მიხედვით, დავით გამცემლიძე სოციალურ ქსელში უწმაწურ სიტყვებს უმისამართოდ იყენებდა. სასამართლო სხდომაზე გამცემლიძემ სამართალდარღვევა აღიარა.