ვაკის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განახორციელებს
ვაკის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განახორციელებს.
სკოლების პრიორიტეტების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 12 სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდება, როგორც გარე ინფრასტრუქტურული, ასევე შიდა კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები.
გარე პერიმეტრებზე სპორტული მოედნების, სკვერების და გზის საფარის აღდგენა ან მოწყობა დაიგეგმება, ხოლო შენობებში - კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, საჭიროებისამებრ, ასევე სახურავი, ჭერი, კარები და იატაკი განახლდება.
ამ ეტაპზე სკოლების ეზოებში არსებული ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
გარე და შიდა სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, გამგეობამ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით შექმნილი სპეციალური კლასები, სადაც სასტუმრო მომსახურება და გრაფიკული დიზაინი ისწავლება.
საჯარო სკოლებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 5 030 000 ლარი გამოიყოფა.