არგენტინის ნაკრებმა ინგლისს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

არგენტინის ნაკრებმა ინგლისს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ინგლისელებმა ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისში, 55-ე წუთზე შეძლეს.

არგენტინელებმა მატჩის ბედი შეხვედრის მიწურულს შემოატრიალეს. 85-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, 90+2-ზე, ლაუტარო მარტინესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და არგენტინა ფინალში გაიყვანა.