ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, ბათუმის ბულვარში, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, ბათუმის ბულვარში, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და მინურ პაქსაძე, ბათუმის ბულვარში, ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის (Euro Beach Soccer League) B დივიზიონის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის ყველა სპორტის სახეობაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და ღირსეულად არის წარმოდგენილი.

სპორტის მხარდაჭერა, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, რაც მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ყველა მონაწილეს წარმატებულ ასპარეზობას, ღირსეულ შეჯიბრებასა და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ნორვეგიელთა გამარჯვებით დასრულდა.

 ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მონაწილეობენ: ლატვიის, აზერბაიჯანის, მალტის, ინგლისის, ნორვეგიისა და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები, რომლებიც A დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძვიან.

ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.