საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.

ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, შემთხვევის ადგილზე, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს.