ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

ირაკლი ფურცელაძე საქართველოში  ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენელს  იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ელექტრონული სისტემების, ვირუსული ჰეპატიტების, გარემოს ჯანმრთელობის და ტყვიის ზედამხედველობის საკითხებზე.

იზაბელა კასტროჯოვანიმ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა ბავშვთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების გაუმჯობესებას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში, UNICEF-ის საქმიანობა მუდმივად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისაკენ.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.