ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს. რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, პარლამენტი საკითხს უახლოეს პერიოდში დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს.
იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით უკრაინის მოქმედი მინისტრთა კაბინეტი 14 ივლისს გადადგა.