ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად გახსნა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ამ დღეს „მეგა ორშაბათი“ უწოდა და განაცხადა, რომ ბოლო 16 თვეში გაფართოების პოლიტიკაში მეტი პროგრესია მიღწეული, ვიდრე გასული 15 წლის განმავლობაში. კოსმა გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი ხუთი კლასტერი მომდევნო თვეში გაიხსნება.

ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციაზე კოსმა უკრაინას ოფიციალურად გადასცა მოლაპარაკებების პირობები. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ კი დაადასტურა, რომ უკრაინა შეასრულებს გაწევრიანების ყველა პირობას.

ამასთან, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა გერასიმოვმა განაცხადა, რომ ეს მათი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია და ძლიერი სიგნალი, რომ ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მიღებისთვის ემზადება.

ევროკომისიამ ასევე დაიწყო დისკუსია გაწევრიანების პროცესის რეფორმირებაზე, კერძოდ, „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ შესაძლებლობაზე.