ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა

„გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება მოეწყოს აშშ-ში - ისეთი ფორმატით, სადაც პუტინისთვის ბევრად უფრო რთული იქნება უარის თქმა, სულ მცირე, პრეზიდენტ ტრამპისთვის მაინც. ვნახოთ, რა გამოვა აქედან. თუ რუსეთი ამ შანსზეც უარს იტყვის, დამატებითი ზეწოლა იქნება საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ პუტინს მანამდეც სთავაზობდნენ შეხვედრებს ნებისმიერ ადგილას, სადაც სრულმასშტაბური ომის დასრულების შესახებ რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა რუსეთის ლიდერი ამით არ დაინტერესებულა.

„ჩვენ აშშ-სა და საფრანგეთთან განვიხილეთ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობა „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, სადაც ყველა დემოკრატიული ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი. პუტინს ეს არ სურს“, - დასძინა მან.