შალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით

შალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით

ზოგადად, იქნება ეს ალიანსი, ცხრიანი, ოთხიანი, შვიდიანი თუ სხვა, არის მხოლოდ მოჩვენებითი ფორმები, რომელიც გამოიგონება, რომ სიმართლე არ დაგვანახონ. სიმართლე კი ერთია – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არანაირი გაერთიანება არ არსებობს. მისი თქმით, ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია.

,,ესენი არის ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან – რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ. არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა აქ არ არსებობს. ეს ფარსი ნანახი გვაქვს, მათ შორის – პარლამენტში. წინა მოწვევის პარლამენტში ვნახეთ, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გავიდა ფრაქციიდან, პარტიიდან, ასევე მას და რომან გოცირიძეს ჰქონდათ ვითომ ცალკე ჯგუფი, შემდეგ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნახეთ დაბრუნებული და ლიდერობის მსურველი. იგივე ითქმის ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, გვარამიაზე. ეს ხომ ნანახი სცენარია, თითქოს დაიშალნენ. ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია. სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან. დავალებებს იღებენ პირდაპირ გარედან და იმას ასრულებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.