მარკო რუბიო – აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვქმნით ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად

მარკო რუბიო – აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვქმნით ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად

დიდი საქმეების განადგურება ადვილია, მათი შექმნა კი ბევრად უფრო რთული, ცივილიზაციის მტრებს მხოლოდ პირველი ხელეწიფებათ, მათ მხოლოდ დიდებული მიღწევების ნგრევა შეუძლიათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ასახავს ყოვლისმომცველ სტრატეგიას „ანტიფას“ ტერორისტული ქსელებისა და მათი მოკავშირეების გამოსაძიებლად და გასანეიტრალებლად.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად.

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ასახავს ყოვლისმომცველ სტრატეგიას „ანტიფას“ ტერორისტული ქსელებისა და მათი მოკავშირეების გამოსაძიებლად და გასანეიტრალებლად.

გასულ ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ძალადობრივი უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტული ჯგუფი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მალე სხვა ჯგუფებიც დაემატება. დეკემბერში ჩვენ გამოვაცხადეთ პროგრამა „ჯილდო მართლმსაჯულებისთვის“ (Rewards for Justice), რომელიც ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს მათ, ვინც მოგვაწვდის ინფორმაციას ამ ჯგუფების უკან მდგარი დაფინანსების ბლოკირების მიზნით.

მაისში ჩვენ ჩავატარეთ პირველი ანტიტერორისტული სამართალდამცავი სემინარი, სადაც ამერიკელმა სამართალდამცველებმა და მათმა კოლეგებმა პარტნიორი ქვეყნებიდან ერთობლივად მოახდინეს ამ ქსელების იდენტიფიცირება, შეიმუშავეს სტრატეგიები მათი დემონტაჟისთვის. მომდევნო სემინარს ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად ვუმასპინძლებთ.

კოალიცია, რომელსაც ერთად ვაშენებთ, უკვე იღებს ნაყოფს და ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა ეს მიღწევები განვავითაროთ. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებული ვართ, გამოვავლინოთ და აღვწეროთ ეს საფრთხე და აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა მის დასამარცხებლად, ისევე როგორც ეს წარსულში ერთად გაგვიკეთებია. ახლა ეს კვლავ ერთად უნდა შევძლოთ სადაზვერვო მონაცემებისა და ინფორმაციის გაზიარებით, კოორდინირებული სამართალდამცავი სტრატეგიით, ფინანსური მიზანმიმართული დარტყმებითა და საქმიანობის ჩაშლით, ჩვენ ამ ქსელებს აგურ-აგურ დავშლით.

დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ ამ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ — ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია. დიდი საქმეების განადგურება ადვილია. მათი შექმნა კი ბევრად უფრო რთული. ცივილიზაციის მტრებს მხოლოდ პირველი ხელეწიფებათ, მათ მხოლოდ დიდებული მიღწევების ნგრევა შეუძლიათ. მათ მხოლოდ ნგრევა იციან, მაგრამ ჩვენ ერთად დიდი რამ შეგვიქმნია. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ახლა ეს უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში მიმდინარე „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.