ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგება

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგება

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებებით. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის სასამართლოში განაცხადეს, რომ გომესის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს პროცედურა ესპანეთში მხოლოდ შეზღუდული კატეგორიის დანაშაულებზე გამოიყენება, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეებზე.

„ბეგონია გომესი უდანაშაულოა. ყველას, ვინც გამოძიების მიმდინარეობას იცნობს, ესმის, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ეფუძნება ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის მიერ ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარდგენილ ცრუ ბრალდებებს, რომელთა ერთადერთი მიზანია პრემიერ-მინისტრის მეუღლის პოლიტიკური დევნა და შევიწროება“,- განაცხადეს პედრო სანჩესის ოფისში.

ბეგონია გომესის ადვოკატთა გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მადრიდის უმაღლეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, რომლებსაც ის უარყოფს, მოიხსნან, ასევე გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გასულ თვეში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის, მადრიდის სასამართლომ გომესს ბიზნესკორუფციასთან დაკავშირებული მესამე ბრალდება მოუხსნა და გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეკრძალებოდა მას ქვეყნის დატოვება. თუმცა, სასამართლომ ძალაში დატოვა მის წინააღმდეგ საქმის ძირითადი ნაწილი.