ირაკლი კობახიძე: როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება

ირაკლი კობახიძე: როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება

როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული.

„მათი მხრიდან ხორციელდება პოლიტიკური ტერორი და ამ ყველაფერს აქვს გარედან მხარდაჭერა. რაც შეეხება ამ წამოცდენას, ეს არის ძალიან კარგი წამოცდენა, რომელიც ბევრ რამეს გაამაგრებს სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელსაც. სხვას კი არაფერს ვამტკიცებდით. ნახეთ, სანქცია როცა უწესდება ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის თავისი არსით მტრული აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც შენ ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ მათი რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ, რაც ჰქონდათ თავის დროზე. თქვენ გახსოვთ ასევე 2024 და 2025 წლის არჩევნების შედეგები, მაგალითად რომ ავიღოთ, ეს გახარიას პარტია. რა შედეგიც ჰქონდათ 2024 წელს, იმის მესამედი აიღეს დაახლოებით ერთ წელიწადში. რომ ჩაატაროთ დღეს, თეორიულად, არჩევნები, იგივე შედეგს მიიღებთ ოთხივე ამ პარტიასთან მიმართებით, რომელმაც მოახერხა 2024 წელს ბარიერის გადალახვა. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, არათუ ის არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ შერჩენილი, რაც ჰქონდათ 2024 წელს. რის შედეგია ეს ყველაფერი - საზოგადოებას ბოლომდე დაანახეს და გაუშიფრეს საკუთარი თავი, ბოლომდე გაშიშვლდა ეს ოპოზიცია და საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგია დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.