პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სტუმრები ფუნიკულიორზე იმყოფებოდნენ და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.