თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა - სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღესვე, დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ასევე, მხარეები თანამშრომლობის საკითხებს გაფართოებულ ფორმატშიც განიხილავენ.

თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.