ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება გრძელდება.

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება გრძელდება.

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება გრძელდება.

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება ლომოურის ქუჩიდან შუქნიშნებამდე (სააკაძის ქუჩამდე) არსებულ მონაკვეთზე.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და მერის მოადგილე გიორგი პაპიაშვილი.

„პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ბორჯომის ქუჩიდან ლომოურის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის მოწყობა. სასმელი წყლისა და წყალარინების პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან კოორდინაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსთაველის ქუჩის მომდევნო მონაკვეთზეც გაგრძელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტროტუარების, სანიაღვრე სისტემისა და გარე განათების მოწყობას.“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 4 646 000 ლარია.

ამ ეტაპზე უკვე დასრულდა არაერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია, მათ შორის: დადიანის, ყაზბეგის, ჯავახიშვილის, ბარნოვის (ჩიხებთან ერთად), ნიკო ნიკოლაძის, კახა მეტრეველისა და მაჩაბლის ქუჩებზე.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, განხორციელდება აღმაშენებლის, სააკაძის, 9 აპრილის, ასათიანისა და თევდორე მღვდლის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც ოსიაურის დასახლებამდე გაგრძელდება. ასევე, დაგეგმილია ლომოურის ქუჩისა და ლომოურიდან 26 მაისის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები გაგრძელდება ბექაურის, კოსტავას, ტაბიძის, ყიფიანისა და თუმანიშვილის ქუჩებზეც.

მნიშვნელოვანია, რომ სასმელი წყლისა და წყალარინების მასშტაბური პროექტების დასრულების პარალელურად, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო გადაადგილებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.