ირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

ირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება.

„რაც შეეხება სახმელეთო სექტორს, აქაც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე, სამართლიანი. აღიკვეთა ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, ასეთი მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და 6,214 გადამზიდავი მოექცა თანაბარ პირობებში.

გადამზიდავთა 4 ასოციაციას ჩამოერთვა და სააგენტოს დაუბრუნდა ნებართვების განაწილების უფლება. აქაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, შუამავლებით ოპერირების პრაქტიკა. პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ნებართვების კვოტები გაიზარდა 10%-ით. განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური. პირველი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გაციფრულდება რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სატვირთო და სამგზავრო ნებართვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.