კირილ დმიტრიევი: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება და ამ ვითარებაში, ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან.
„გარკვეული პაუზის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება. გონიერი ქვეყნები რუსეთს ნებისმიერი დივერსიფიცირებული ენერგეტიკული სტრუქტურის შეუცვლელ და საიმედო ენერგომომწოდებლად მიიჩნევენ. იდეოლოგიური მოსაზრებებით ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან“, - წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.