აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო.
„დარტყმების მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ საზღვაო გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში და სწრაფად დასაჯოს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალები, რომლებმაც გასულ ღამეს იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განახორციელეს“, - წერია განცხადებაში.