კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ “ხანუმას” პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა.

რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი - ანუკი ცქვიტინიძე, წარმოდგენაში გაჟღერებული სიმღერების ტექსტების ავტორი - ანა ნიკოლავა.

სპექტაკლში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა დაესწრო.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.