თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი დამხობისკენ მოწოდებას ეხება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.