თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილისა და ალაზნის ქუჩები. ამ დრომდე აქტიურად გრძელდება ქალაქის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები. დასრულებულია დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის მოწყობაც. სამივე დამცავი ჯებირიდან ქვა-ღორღის გატანა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს.
სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, საგანგებო შტაბი, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, დაზიანებული ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმაზე აქტიურად მუშაობს.