სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

თუშეთში, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.

თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების - შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბართან.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიკურია.