უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ მარცვლეულით დატვირთულ სამოქალაქო გემზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ, მარცვლეულით დატვირთულ სამოქალაქო გემზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ხუთი წევრის ბედი უცნობია. ეკიპაჟის რვა წევრი ევაკუირებულია. ისინი ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გემის ტექნიკური მდგომარეობა ზუსტდება.
„ეს არის რუსეთის მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა უცხო ქვეყნის დროშით მცურავ უიარაღო სამოქალაქო გემზე, რომელიც სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა. თავდასხმა მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“, - ნათქვამია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.