პლატონ კალმახელიძე კახეთის სტიქიაზე: თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან

პლატონ კალმახელიძე კახეთის სტიქიაზე: თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან

თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები. დასრულდა დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა.

ამჟამად კი აქტიურად გრძელდება ქალაქის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. სოფლებში ფერმერებს უკვე შეუძლიათ დატბორილ სავარგულებამდე მანქანით შეუფერხებლად გადაადგილება.

სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, შესაბამის სამინისტროებთან აქტიურად მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრება.

"თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც.

ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების აქტიური გამაგრება მიმდინარეობს", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.