სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადილზე გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.

სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, პროექტს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კულტურის სახლი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა.

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.