მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

ხონის მუნიციპალიტეტში გამართულ სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა დაესწრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ აქციის მიმდინარეობას, შეხვდნენ ექიმებსა და ბენეფიციარებს.

აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმმა-სპეციალისტებმა — კარდიოლოგმა, რადიოლოგმა, ნევროლოგმა, ტრავმატოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ანგიოლოგმა — ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს.

ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცათ.

მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჯამში, 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა უფასო სამედიცინო მომსახურებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გუგა ბახტაძე,

ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსგავს სამედიცინო აქციებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც განაგრძობს. პროექტის მიზანია დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.