ტყის ხანძრების რისკებთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ტყის ხანძრების რისკებთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ტყის ხანძრების რისკებთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო მოქალაქეებს ახსენებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან.

აქვე, შეხსენება, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.