მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად ხორციელდება
მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად ხორციელდება
მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი აქტიურად ხორციელდება.
ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთო სარგებლობის აივნებს, კიბეებსა და ჭიშკრებს.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
• რ. თაბუკაშვილის ქ, N43;
• არსენას ქ. N 28;
• ა. შანიძის ქ. N15;
• სულხანიშვილის ჩიხი N9.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 64 886 ლარი გამოიყო.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100% -ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10-5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.


