დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა
დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ცხელი ივნისის თვე იყო. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ტემპერატურა ივნისში საშუალო მაჩვენებელს 9 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
ევროკომისიის განცხადებაში წერია, რომ ეს კლიმატის ცვლილების შედეგია.