სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნინო წილოსანის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.

პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა დეპუტატის საჯარო პოსტზე შოთა თუთბერიძის მხრიდან დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ მუშაობა პირველი ივნისიდან დაიწყო. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგია.