პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სერბ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.