4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ 13 ბრალდებულის საქმეზე დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა თორმეტმა მათგანმა.
შეთანხმებაზე უარი განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ. მოსამართლემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
12 პირიდან 11-ს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა, საბა კორძაიას კი მოსამართლემ წლითა და 6 თვით პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი განუსაზღვრა.