ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა
ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი.
კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა არც სამართალდამრღვევი და არც მისი უფლებადამცველი.
„ივანე კოდელაშვილმა კომენტარის სახით დატოვა აღნიშნული შეურაცხმყოფელი ფრაზები, შეურაცხმყოფელი კონტექსტით, რომელიც მიემართებოდა ბატონ მამუკას და ამ შემთხვევაში, ბატონ მამუკას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
სასამართლომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა და ნამდვილად ჰქონდა ბატონ ივანეს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი, რომლის საფუძველზეც სამართალდარღვევის ოქმი იყო შედგენილი. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილებით ის ცნეს სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით 4 ათასი ლარის ოდენობით თანხა დაეკისრა“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სალომე ქირიამ.