ზვიად შალამბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებს მურთაზ ზოდელავaსა და ლაშა ბერიძეს მიბაძონ და დანაშაული აღიარონ

ზვიად შალამბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებს მურთაზ ზოდელავaსა და ლაშა ბერიძეს მიბაძონ და დანაშაული აღიარონ

ეს იყო დანაშაულებრივი ნაბიჯი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არ აღიარებდნენ, მაგრამ ახლა დაიწყეს აღიარება, მათ შორის ლიდერებმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის აღიარების თაობაზე საუბრისას.

შალამბერიძე სხვა დაკავებულებს მოუწოდებს, მათაც მიბაძონ იმ პატიმრებს რომლებიც დანაშაულს აღიარებენ და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავენ.

„მოვუწოდებ სხვებსაც, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ მურთაზ ზოდელავას თავისი გადაწყვეტილების გამო, გადადგან იგივე ნაბიჯი და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, რადგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, მათ უცხოელ პატრონებს მათთვის აღარ სცალიათ. მათთვის საუკეთესო ვარიანტი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.