ნიკა გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა
პარტია “ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მორიგი ბრალდებების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ღიად მიანიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფულზე იყიდება. გვარამია ამბობს, რომ 40 მილიონის ქონის შემთხვევაში, სააკაშვილის პარტიაში აღარავის დატოვებდა და ამ თანხად თითქმის მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოისყიდდა, ან გადაიბირებდა.
„პრინციპში 4 მილიონიც ეყოფოდა“, - დასძენს გვარამია.
გვარამიას კრიტიკას ტრადიციულად კრიტიკითვე პასუხობს პატიმარი სააკაშვილიც და ოპონენტებს ფსევდო-ოპოზიციად მოიხსენიებს. ის მიიჩნევს, რომ მათთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა.