ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა

ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა.

„ახალციხის ციხის“ ციტადელზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები განიხილეს, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში დაცული მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მის განვითარებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი და გიორგი მელიქიძე, „ახალციხის ციხის“ დირექტორი ზაზა თამარაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გოგოლაძე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ჯუმბერ ჩოხელი, მუზეუმისა და ახალციხის ციხის თანამშრომლები ესწრებოდნენ.