საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის.
საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის.
რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სპორტის სასახლე კი, ბავშვთა საზაფხულო სპორტულ აკადემიას მასპინძლობს.
საზაფხულო სკოლაში მოზარდები, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებში არიან ჩართულები. გათვალისწინებულია როგორც სასკოლო დისციპლინები, ისე არაფორმალური განათლება და სახელოვნებო მიმართულება.
პარალელურად, სპორტის სასახლეში, ზაფხულის სპორტული აკადემია ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს სპორტული აქტივობა, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებთან შეხვედრა და ჯანსაღი გარემო ელოდებათ.
საზაფხულო სკოლისა და სპორტული აკადემიის სერვისით, 140-მდე რუსთაველი ბავშვი უკვე სარგებლობს.
პროგრამა, ბავშვთა განათლების ხელშეწყობის და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება და ზაფხულის სეზონის აქტიურად გატარების კარგი შესაძლებლობაა.