ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

ევროკავშირის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტანკერი, რომელსაც ბრალი ედება ცრუ დროშით ნაოსნობასა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსებაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„საზღვაო საერთაშორისო სამართლის დარღვევითა და ცრუ დროშით ნაოსნობაში ეჭვმიტანილი ნავთობმზიდი MV SOUTH STAR-ი 20 ივლისს დააკავეს. თითოეული უკანონო რეისი რუსეთის ომის მანქანის შენახვას ემსახურება. ჩვენს სანქციებს ზღვაში კონკრეტული ქმედებებით ვამყარებთ“, - აღნიშნა კალასმა.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მსგავსი ოპერაციებით გაამკაცრებენ მონიტორინგს იმ გემებზე, რომლებიც გვერდს უვლიან დაწესებულ სანქციებს და რუსული ნავთობის უკანონო ექსპორტს ეწევიან.