მარკო რუბიო – აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს
აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი კუბაში რეჟიმის ცვლილება, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, იყოს „ძალიან რეალისტური“ და „მომთმენი“ იმ პროცესის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კუბელმა ხალხმა „მომავალში შეძლოს კეთილდღეობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ცხოვრება და უკეთესი მომავლის შექმნა“.
მისივე თქმით, „ქვეყნის სოციალისტურ-ეკონომიკური მოდელი არ მუშაობს და კუბის მთავრობა ყველაზე მეტად ხელისუფლების შენარჩუნებით არის დაინტერესებული და არა რეფორმების გატარებით“. თუმცა, როგორც მარკო რუბიო აღნიშნავს, აშშ „გააგრძელებს მათთან საუბარს იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მათ შეუძლიათ“, რადგან, მისივე თქმით, ეს საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
„ეს წარუმატებელი სახელმწიფოა, თუმცა, მე არასდროს განმისაზღვრავს რაიმე კონკრეტული ვადა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ცვლილება ან როდის უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ესოშიეთედ პრესის” ინფორმაციით, სამშაბათს კუბაში გაფრინდა თვითმფრინავი, რომელსაც საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაჰქონდა. მედიის ცნობით, ეს აშშ-ის ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც კუბის მოსახლეობისთვის პირდაპირი დახმარების გაწევაა.