ლავროვი რუბიოს შეხვდა

ლავროვი რუბიოს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვსა და რუბიოს მოლაპარაკებები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვას აპირებდნენ.