აბას არაღჩი: ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ

აბას არაღჩი: ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ

ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, მათ შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ძლიერი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება ის ქვეყნებიც, რომლებიც აგრესიას ნებისმიერი ფორმით შეუწყობენ ხელს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ცეცხლს გაუხსნის თითოეულ ხომალდს, პასუხად შეერთებული შტატები ირანს ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაუბომბავს.