ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება

ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან ამგვარად შეაფასა გერმანიაში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი.

„გერმანიიდან გარკვეული პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდნენ. ეს ელჩის მხრიდანაც მრავალმხრივ იყო წახალისებული. ბუნებრივია, ამან თავისი ნეგატიური კვალი დატოვა. ვითარება იცვლება. ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ცნობილია, გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.