რუბიოს განცხადებით, მან ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

რუბიოს განცხადებით, მან ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დროს მან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.

გარდა ამისა, როგორც რუბიომ დაწერა, მან ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალზე რუს კოლეგასთან რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზეც ისაუბრა.

„დღეს ASEAN-ის მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შევხვდი. ჩვენ აშშ-რუსეთის ურთიერთობებისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხები განვიხილეთ“, - დაწერა რუბიომ.