ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა
ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა. ადგილობრივებს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობები შეხვდნენ. ისაუბრეს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების როლზე. შეხვედრის შემდეგ ჩოხატაურის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა „ქალები“ გაიმართა.
ორგანიზატორებმა მწუხარება გამოთქვეს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მოკლული 17 წლის არასრულწლოვანის მშობლებს მიუსამძიმრეს.