ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან, ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.