ლევან მაჭავარიანი: ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ, ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

ლევან მაჭავარიანი: ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ, ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია, უკვე მეორე დღეა, მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უპირისპირდება. მათი უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელშიც 91 "პატიმარი საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პატიმარი პრეზიდენტი კი ამ ანგარიშში ვერ მოხვდა. 91-ს მინუს სააკაშვილი- სწორედ ეს გახდა "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის გაღიზიანებისა და მწვავე კრიტიკის საბაბი.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ამ საკითხში ეთანხმება, თუმცა მათ სხვა განცხადებებს არ იზიარებს.

„ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ. ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. როდესაც ეს მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები ავრცელებენ ტყუილებს-სიცრუეს, მაქსიმალური სითავხედე არის, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. შესაბამისად, ალბათ ფიქრობენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ გაავრცელონ და უფრო დამაჯერებლები იყვნენ, თუმცა მარტო სააკაშვილის ამოღება მათი განცხადებებიდან არ მიეხმარება იმაში, რომ დანარჩენი ნაწილი დაიჯეროს საზოგადოებამ“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.