გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
იგი მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერის ფაქტს გამოეხმაურა.
„ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს სწორედ ასეთი თაობის შექმნის მიზანი ჰქონდათ და მათ შორის, ამიტომ იყო აგენტურა ხელისუფლების სათავეში. თავის დროზე მაგიტომ მოიყვანეს, რომ შეექმნათ ისეთი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს იკადრებდა - ისეთი ქართველები გამოეყვანათ, რომლებიც ყველაფრის წინააღმდეგ ასეთ შურაცხმყოფელ განცახადებებს გააკეთებდნენ“, - განაცხადა სოსიაშვილმა.