„საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სადრენაჟო პირობები გააუმჯობესა

„საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სადრენაჟო პირობები გააუმჯობესა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში, სუფსის დამშრობ მასივზე, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საექსპლუატაციო სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟო პირობები გაუმჯობესდა.

სამუშაოების ფარგლებში ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან 1 500 მეტრი სიგრძის შემკრები არხი გაიწმინდა. შედეგად, აღდგა არხის გამტარუნარიანობა და სუფსის დამშრობი მასივის ტერიტორიაზე ჭარბი წყლის შეუფერხებელი გადინება, რამაც შეამცირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვისა და დაჭაობების რისკი.

დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს ნიადაგში ჭარბი ტენის დაგროვების თავიდან აცილებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებასა და მოსავლის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გეგმით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში განახორციელა.