საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია.

„აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი ტვირთის სახეობები, რომლებიც წინა წლის პირველ ნახევარში არ ან თითქმის არ გადაიზიდებოდა.

სატვირთო გადაზიდვების გარდა, საქართველოს რკინიგზას მნიშვნელოვანი მატება აქვს საოპერაციო შემოსავლებში, კორექტირებულ EBIDTA-სა და შემოსავლებში.

საოპერაციო შედეგები:

შემოსავალი:

კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა იანვარ-ივნისის პერიოდში 352 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში კორექტირებული EBIDTA საოპერაციო საქმიანობიდან, 27%-ით გაიზარდა და 92.2 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 72.4 მლნ ლარი).

სრული EBITDA გაიზარდა 84%-ით და 137.0 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 74.3 მლნ ლარი). შესაბამისად, კორექტირებული EBITDA მარჟა გაუმჯობესდა 45%-მდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25%-თან შედარებით.

მომგებიანობა:

2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგებამ შეადგინა 112.3 მლნ ლარი, რაც 74%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის წმინდა მოგებას (64.7 მლნ ლარი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.